თსუ იურიდიულ ფაკულტეტმა რეგენსბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - პროფესორ გერიტ მანსსენს, პროფესორ რობერტ უერფმან-ვითცაკსა და მეცნიერ-მკვლევარ ქეთევან ქისტაურს უმასპინძლა.
რეგენსბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. თამარ ზარანდიამ, დეკანის მოადგილეებმა - პროფ. ირმა ხარშილაძემ და ასოც. პროფ. გიორგი დგებუაძემ, აგრეთვე პროფ. პაატა ტურავამ და ასოც. პროფ. კობა ყალიჩავამ.
რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2024 წლის 3 და 4 აპრილს გამართეს გერმანულენოვანი საჯარო ლექცია ადმინისტრაციულ სამართალში, რომლებსაც უძღვებოდნენ პროფ. დოქტ. გერიტ მანსსენი და პროფ. დოქტ. რობერტ უერფმან-ვითცაკი.
პროფ. დოქტ. გერიტ მანსსენის საჯარო ლექციის ფარგლებში მსჯელობა წარიმართა ადმინისტრაციული სამართლის ადგილსა და როლზე სამართლებრივ სახელმწიფოში, გერმანიის ადმინისტაციულ სასამართლოთა განსჯადობასა და უწყებრივ ქვემდებარეობაზე. ხოლო პროფ. დოქტ. რობერტ უერფმან-ვითცაკის საჯარო ლექცია შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე-13 მუხლების (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) განმარტებასა და შედარებას.
რეგენსბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ერთობლივი სასწავლო პროგრამების შექმნის შესაძლებლობები.